|
2023-09-22 16:26:42, 678 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა გომელაურს - თქვენი მთავრობისგან არ მიკვირს ადამიანის სიცოცხლის გაწირვა
თქვენი მთავრობისგან არ მიკვირს ადამიანის სიცოცხლის გაწირვა,- ასე მიმართა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ. ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე ისაუბრა და თქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ტრაგედიის "ჩაფარცხვით" არის დაკავებული. "თქვენ ხართ მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში ადამიანის სიცოცხლით სპეკულირებით მოვიდა, როდესაც 9 თვის ბარბარე რაფალიანცის, გარდაცვლილი ჩვილის ცხედარი დროშად აქციეთ. თქვენ ხართ მთავრობა, რომელიც ოთარ ფარცხალაძეს თავგამოდებით იცავს, მაგრამ შოვის ტრაგედიის ჩაფარცხვას ცდილობს. ფარცხალაძის დაცვა, შოვის ტრაგედიის ჩაფარცხვა - ამ ერთ წინადადებაშიც კი ცხადია, რა მთავრობაა ეს",- მიმართა ბოკუჩავამ გომელაურს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)