2023-09-19 14:49:34, 563 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე „ოცნების“ დეპუტატებს - ფარცხალაძის დასანქცირების მერე, მერამდენედ უნდა „შეგეწეროთ“, ბიჭებო [ვიდეო]
![]() გკითხოთ მინდა - ფარცხალაძის დასანქცირების მერე, მერამდენედ უნდა „შეგეწეროთ“, ბიჭებო,- ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანა წითლიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე. წითლიძემ სიტყვით გამოსვლისას მმართველი ძალის წარმომადგენლებს რუსეთის აგენტები უწოდა. "ერთხელ ხომ „შეგეწერათ“, როდესაც მოსამართლეები დაგისანქცირეს, მეორედ „შეგეწერათ“ ის ცნობილი გინება, ბატონი მდინარაძე რომ იმუქრებოდა აქ და პირდაპირ გითხრათ აშშ-მა, რომ თქვენ მიერ ნაქები ყოფილი გენერალური პროკურორი, ადამიანი, რომელიც დღესაც ჩართულია სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებაში, რომელიც არის უახლოესი გარემოცვის წევრი ბიძინა ივანიშვილის და ბერა ივანიშვილის ნათლიმირონი, თქვენ რომ ახლა გადმოდექით და ყველა ერთად იცავთ იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, რა აქვს თქვენზე ფარცხალაძეს, ამიტომაც იძულებულები ხართ ასე დაიცვათ, ამ ადამიანზე გითხრეს, რომ არის რუსეთის აგენტი. და თქვენ, რომ ასე იცავთ, გამოდის, რომ თქვენც ხართ რუსეთის აგენტები. ჩვენ ეს დიდი ხანია ისედაც ვიცოდით, ჯერ კიდევ 2013 წლიდან. რას აკეთებს ამ დროს სუს-ი, ის აქციეთ სამარცხვინო ორგანიზაციად, რომელმაც აშშ-სგან გაიგო თურმე, რომ რუსების აგენტია ყოფილი გენერალური პროკურორი, თვითონ ეძინა და არ იცოდა იმიტომ, რომ ოპონენტების დევნით იყო დაკავებული და გამოდის და კიდევ ზღაპრებით ცდილობს, რომ კვებოს საქართველოს მოქალაქეები... არადა, სუს-ის კომპეტენციაა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ხომ ვერ მეტყვით, კიდევ რამდენი დაფრინავდით სამთავრობო ჩარტერით ღარიბაშვილთან ერთად ან როგორ შეძლო ღარიბაშვილის პენსიონერმა მამამ 100 ათასის გადახდა. რატომ დადიოდა გაღატაკებული მოსახლეობის ხარჯზე, ქალაქის მერი კალაძე ხან დუბაიში გადაუდებელი აუცილებლობით სამთავრობო თვითმფრინავით, ხან პარიზში, ხან მილანში და ხომ არ გავიწყდებათ, რომელი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ხართ. იმ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ხართ, სადაც 35% ბავშვების საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ შიმშილობს და იმ ქვეყნის მაღალჩინოსნები ხართ, სადაც უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო, საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყნიდან გარბიან; იმ ქვეყნის მაღალჩინოსნები ხართ, რომლებმაც უარი გვითხარით წალენჯიხაში მეორეკლასელების უფასო კვების დაფინანსებაზე",- მიმართა წითლიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს.
ბორის ჯონსონი ტრამპს - ომი უკრაინას არ დაუწყია; ზელენსკის რეიტინგი არ არის 4%; ქვეყანა, რომელიც ძალადობრივ შეჭრას განიცდის, არ უნდა გაიმართოს არჩევნები
გრიგოლ გეგელია - „ქართულ ოცნებას“ არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში აღარ ელიან
სალომე ზურაბიშვილი ქართველ დიპლომატებს შეხვდა
გიორგი გახარიას ადვოკატმა თავდასხმასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა
|
რედაქტორის რჩევით
![]() ტრამპი, როგორც პუტინის მეგობარი - ცდილობს თუ არა, ვაშინგტონი და მოსკოვი ომის დასრულების საბაბით კიევში ხელისუფლების შეცვლას
![]() ქვეყანა, სადაც ოცნებები ტრაგედიად იქცა
ომი უკრაინაში![]() ბრიტანეთის არმიის სარდლობა - უკრაინაში სამშვიდობო მისიის ფარგლებში ბრიტანეთს შეუძლია საჰაერო პატრულირება იკისროს
![]() „პოლიტიკო“ - ევროკავშირი უკრაინისთვის ექვსი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას ამზადებს
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
დელიბორ როჰაჩი - საქართველოს ახლანდელი მთავრობით არანაირი შანსი არ აქვს EU-ის წევრი გახდეს
დღის თემა
|