|
2023-09-18 15:06:42, 834 ნახვა
პოლიტიკა
სამხარაძე - ბევრი გაბრაზებული მოქალაქე მიკავშირდება, ბდღვნად არ ეყოფათ „სანაცეთი“ - ვერ წარმოიდგენთ, თქვენი თრევის მსურველები რამდენი ვართ!
ძალიან ბევრი გაბრაზებული მოქალაქე მიკავშირდება, ბდღვნად არ ეყოფათ მთელი "სანაცეთი"! ვერ წარმოიდგენთ, მანქურთებო, თქვენი თრევის მსურველები რამდენი ვართ!- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავს. როგორც სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, ხალხი "სანაცეთის სამუდამოდ დასამთავრებლად" ოქტომბერ-დეკემბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნის "სტატუსთან დაკავშირებული ცირკის" დასასრულს ელოდება. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგის შემდეგ, ძალიან ბევრი გაბრაზებული მოქალაქე მიკავშირდება, ბდღვნად არ ეყოფათ მთელი "სანაცეთი"! გონიათ, ხელებდაწყობილი დაველოდებით აყროლებული გეგმების განხორციელებას? ვერ წარმოიდგენთ, მანქურთებო, თქვენი თრევის მსურველები რამდენი ვართ! ჩვენც მოუთმენლად ველოდებით ოქტომბერ-დეკემბერს, სტატუსთან დაკავშირებული ცირკის ბოლოს, მერე რომ სათქმელი არ ჰქონდეს არავის და ერთხელ და სამუდამოდ დაგამთავროთ! ქვეყნის პატრიოტები ვემზადებით და არა 5იდარასტები, რომლებიც უკრაინაში გყავთ ქვეყნის ასარევ ტრენინგებზე გაშვებული! (ნეტა იცოდნენ რა ელოდებათ უკან რომ ჩამოვლენ). ზედმეტად აცუნდრუკებულები ხართ, ძალიან პატარა მიზეზი გვინდა და მერე ნახოს თქვენმა მესაკუთრე გლობალურმა ომის პარტიამ, ვისი აჯობებს! ნუ ცდით თქვენს გაცრილ ბედს, ერთ დღეში აგლაგმავთ, სახელისუფლებო რესურსიც არ იქნება საჭირო, ხალხი ვიზამთ და ვერავინ ვეღარ გიშველით!"- წერს სამხარაძე. შეგახსენებთ, დღეს, 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით, გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავს. სუს-ის მტკიცებით, გეგმის ავტორები საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი არიან.
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)