04:33 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 14:04:28, 943 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ

საქართველოს მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილება, რომელიც 2014 წლის საიმიგრაციო, სამგზავრო ტრანზიტის ვიზის შესახებ ბრძანებაში შევიდა.

ცვლილების თანახმად, ქვეყნების სიას დაემატა საქართველო და რუსეთი, რომელთა მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყანაში შესვლისას სატრანზიტო ვიზა მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან დასჭირდებათ.

ბრძანება არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთში ტრანზიტით მყოფ საქართველოს ან რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც დიდ ბრიტანეთში 2023 წლის 5 ოქტომბრამდე შევლენ.

ოფიციალურ ვებგერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთში ნორმატიული აქტი ძალაში შედის პარლამენტის წინაშე წარდგენიდან არა უადრეს 21 დღისა. მიზეზი, რის გამოც აღნიშნული ბრძანება ძალაში პარლამენტის წინაშე წარდგენიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ შევიდა, არის შეშფოთება იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ჩასვლისთანავე თავშესაფარს ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics