2023-09-01 14:58:49, 1017 ნახვა
პოლიტიკა
გრეგოროვა - შოკირებული ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის გამო იმ ფონზე, როდესაც ის EU-ს ლიდერებთან საუბარს იწყებს
შოკირებული ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის გამო იმ ფონზე, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს იწყებს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა სოციალურ ქსელში წერს.
გრეგოროვას თქმით, თუ "ქართულ ოცნებას" კანდიდატის სტატუსი უნდა, მან უნდა მოიწონოს ეს მოლაპარაკებები და არ უნდა ეშინოდეს მისი შედეგების.
"შოკირებული ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის გამო იმ ფონზე, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს იწყებს. ზურაბიშვილი მტკიცედ პროევროპელია. სამწუხაროდ, უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. თუ "ქართულ ოცნებას" კანდიდატის სტატუსი უნდა, მან უნდა მოიწონოს ეს მოლაპარაკებები და არ უნდა ეშინოდეს მისი შედეგების",- წერს გრეგოროვა.
ცნობისთვის, პარტია "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,