|
2023-08-11 21:22:09, 1318 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა
საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს ჩინეთში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისტორიული ვიზიტის შემდეგ, საქართველოში კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით ბრუნდება. „ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ სი ძინპინთან. ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო მასთან. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება მისდამი ჩინეთში მოწვევისთვის. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო არსებული ურთიერთობის შემდეგ დონეზე აყვანის გადაწყვეტილება, რომელიც ერთად მივიღეთ.. ამდენად, საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი და, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება. ამიტომ, ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს შესაძლებელი გავხადეთ. დღეს სიამაყით ვამბობ, რომ ჩინეთი და საქართველო უკვე სტრატეგიული პარტნიორები არიან. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს ისტორიული ვიზიტია და შინ კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით ვბრუნდები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)