|
2023-07-28 11:09:35, 863 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მადლობა ამერიკის სახელმწიფოს, რომ იქ „რუსული კანონი“ მოქმედებს
როდესაც ვიღაცას აბრალებენ ტყუილების თქმას, მინდა გავიხსენო FARA-ს ეს დოკუმენტები. მადლობა ამერიკის სახელმწიფოს იმისათვის, რომ იქ მოქმედებს "რუსული კანონი“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ფარას“ კანონის საფუძველზე გამოქვეყნებულ მასალებზე საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არც საელჩო და არც საქართველოს პრეზიდენტი კონკრეტულ კითხვებს არ პასუხობენ. „რატომ არ პასუხობენ ამ კითხვას - კონკრეტულად საელჩოს კონკრეტული თანამშრომელი იყო თუ არა ჩართული იმ საქმიანობაში, რომელიც არის ნახსენები FARA-ში. ამაზე პასუხი არ გასცა არც საელჩომ და არც საქართველოს პრეზიდენტმა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას რჩება სერიოზული კითხვები, თუ როგორი როლი ჰქონდა საელჩოს კონკრეტულ თანამშრომელს ამ საქმეში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის და საზოგადოებისთვის. ლობისტურ საქმიანობაში არმონაწილეობა, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ კომპანია აკერმანი არ არის ამერიკის საელჩო, მაგრამ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი იყო თუ არა ჩართული იმ ქმედებაში, რომელიც ლობისტური საქმიანობის ქვეშ მოიაზრებოდა - ეს არის კითხვა, რომელსაც პასუხი დღემდე არ აქვს გაცემული და საზოგადოებას ეს დამატებით კითხვებს უჩენს“,- აღნიშნა კობახიძემ. მისივე თქმით, "რომ არ ყოფილიყო „რუსული კანონი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხელმისაწვდომი არ იქნებოდა ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ ღალატს". „კიდევ იყო უხეში განცხადება, თითქოს ტყუილი გაავრცელეს ტელეკომპანიებმა, პოლიტიკოსებმა, ჩვენ გუნდზე იყო საუბარი. ჩვენთვის ეს არის შეურაცხმყოფელი. არავითარი ტყუილი არავისგან არ იყო ნათქვამი. რაც შეეხება ტყუილებს, გულისტკივილით მინდა გავიხსენო კონკრეტული ტყუილები, რომელიც ითქვა საელჩოს კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან. არ შემიძლია ამას გვერდი ავუარო. მაგალითად, ერთ-ერთი ტყუილი უკავშირდებოდა იმას, რომ თითქოს, პირადად მე, ჩვენი თანაგუნდელები საქართველოს პარლამენტში ვიღებდით „რუსულ კანონს“ და შეგახსენებთ, რომ ამ ტყუილის გამო, რომელიც საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან ითქვა, უმრავლესობიდან 84 დეპუტატი შერაცხეს მოღალატეებად. ეს ძალიან მძიმეა და ამის არ გახსენება არ შემიძლია. როდესაც ვიღაცას აბრალებენ ტყუილების თქმას, ეს ტყუილი მინდა გავიხსენო, როდესაც „რუსული კანონი“ დაარქვეს ამერიკული კანონის ბევრად უფრო რბილ ვერსიას. ასევე მინდა გავიხსენო FARA-ს ეს დოკუმენტები, მადლობა ამერიკის სახელმწიფოს იმისთვის, რომ იქ მოქმედებს „რუსული კანონი“. დღეს რომ არ ყოფილიყო „რუსული კანონი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ იქნებოდა ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილ ღალატს. ისინი ითხოვდნენ საკუთარი ქვეყნის დასჯას და ამაში ფულს იხდიდნენ. ეს არის პირდაპირი მოღალატეობრივი საქმიანობა და სწორედ ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით მივიღეთ დეტალური ინფორმაცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “იმედი LIVE“.
საია: სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება
ბულგარეთის საგარეო მინისტრი: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ოანა ცოიუ –საჯაროდ უნდა დავგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ითქვას ძალიან მკაფიოდ
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)