|
2023-07-27 13:05:26, 904 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი მელიაზე - როცა სრულიად გაუგებრად გადაირჩიეს, „ნაცმოძრაობაში“ მის ადგილას ბევრი სხვა აღარ გაჩერდებოდა
თუ ვისაუბრებთ იმ თვალსაზრისით, თავმოყვარეობასთან რამდენად არის თავსებადი მისი ფუნქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“, მე მგონი, მან უკვე დაადასტურა პირველივე დღეს, როცა კორექტულად რომ ვთქვა, სრულიად გაუგებრად გადაირჩიეს. იქ მის ადგილას ბევრი სხვა აღარ გაჩერდებოდა, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ რჩება ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“, პარტიის მენეჯმენტთან არსებული დაპირისპირების ფონზე. დავითულიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთი პოლიტიკური დაჯგუფებაა, რომლიდან გამოსული ადამიანიც სხვა კონტექსტში ვერ ახერხებს ოპერირებას. “როგორც ჩანს “ნაციონალური მოძრაობა” არის ის დაჯგუფება, სადაც ისეთია ვირუსი, რომ მის ფარგლებს გარეთ ოპერირება ადამიანს, პოლიტიკოსს აღარ შეუძლიაროცა იქ არის ნამყოფი. “ნაციონალური მოძრაობა” ნამდვილად არის პოლიტიკური კეთროვანების ორგანიზაცია, რომლიდან გამოსული ადამიანიც სხვა კონტექსტში უბრალოდ ვეღარ არსებობს როგორც პოლიტიკოსი”, - განაცხადა დავითულიანმა.
საია: სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება
ბულგარეთის საგარეო მინისტრი: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ოანა ცოიუ –საჯაროდ უნდა დავგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ითქვას ძალიან მკაფიოდ
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)