|
2023-07-26 15:52:36, 858 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ადამიანი, რომელიც „მართავს ჩრდილიდან“, განსახიერებაა იმ მანკიერების, რომლის გამოც ენმ-ი „ოცნებას“ ვერასდროს დაამარცხებს
ადამიანი, რომელიც თავად ადასტურებს, რომ "მართავს ჩრდილიდან" და თან არის "დანიშნული პოლიტიკური საბჭოს წევრი", არის განსახიერება ყველა იმ მანკიერებისა, რის გამოც ვებრძოდი და ვებრძვი "ქართულ ოცნებას"; განსახიერება იმ მანკიერებისა, რომლის გამოც ვთვლი, რომ დღევანდელი ფორმაციის "ნაციონალური მოძრაობა" ვერ იქნება "ოცნების" ალტერნატივა და ვერასდროს დაამარცხებს მას,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას განცხადებით, "ვისაც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ამბიცი აქვს, ამ საქმეში ღიად და საჯაროდ უნდა იყოს". "პოლიტიკა, ზოგადად, საჯარო საქმეა - საქმე, სადაც პოლიტიკოსი ხალხის წინაშე იღებს პასუხისმგებლობას. ვისაც აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილი და ამბიცია, ის ამ საქმეში უნდა იყოს ღიად და საჯაროდ. ამ ადამიანმა 2021 წელს, როდესაც მთელი პარტია, თითქმის ყველა მისი ლიდერი შესული იყო გადამწყვეტ, რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებში, მარტვილის რაიონში დადო გარიგება ფრიდონ ინჯიასთან, კონკრეტულ სოფლებში არ დააყენებინა "ნაციონალურ მოძრაობას" კანდიდატები, შემდეგ კი ოპოზიციის მიერ მოგებული საკრებულო "გადაულოცა" "ქართულ ოცნებას"... სწორედ ეს არის პოლიტიკური კორუფციის "თვალსაჩინო" ნიმუში, რომელიც თუ არ აღმოიფხვრა, ვერასოდეს გავიმარჯვებთ. არსებობს ქართული გამოთქმა, რომ "ციხე შიგნიდან ტყდება". ერთობა, რომელშიც მსგავსი ხალხია, ეროზირდება, ლპება და იხრწნება. ძალა არ არის მსგავს ხალხთან ერთობაში - ეს მე გამოცდილებით ვისწავლე. ძალა მართალი, გაუყიდავი ხალხის ერთობაშია და მხოლოდ ღირებულებაზე დაფუძნებულ ერთობას შეუძლია გამარჯვების მოტანა. სარეველაც მცენარეა, რომელიც სასარგებლო მცენარეების ადგილს იკავებს და თუ მას არ მოაშორებ, განადგურდება უფრო ფასეული - სარეველასთან ერთობა არც ბოსტანშია შესაძლებელი და არც პოლიტიკაში. მეტი კონკრეტიკისა და სიზუსტისთვის კი აღვწერ, ზუსტად რა მოხდა მარტვილში და როგორი "რიგითი", "რუსეთისა და რუსული ოცნების წინააღმდეგ" მებრძოლია ზაზა გოროზია. სოფელი ჭყონი - დაუთმო ინჯიას და მოიგო ინჯიამ; სოფლები კიწია, ნოღა, გურძემი - არჩევნებიდან მოხსნა "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი და იქ მოიგო "ოცნებამ". ეს სოფლები მოიგო 'ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა, თემურ ჯანაშიამ და პარტია "ნაციონალურმა მოძრაობამაც". აქ მაჟორიტარობის კანდიდატი რომ გვყოლოდა, ისიც უთუოდ მოიგებდა; სოფელ სალხინოში ჩვენი ძლიერი კანდიდატი მოხსნა, სუსტი დააყენა და ინჯიას კანდიდატს დაუჭირა მხარი - შედეგად აქაც მოიგო ინჯიამ. მარტვილის საკრებულოში სულ 36 მანდატია - 24 პროპორციული და 12 მაჟორიტარული. პროპორციული და მაჟორიტარული შედეგებისა და გაუნაწილებელი მანდატების შეჯამებით, ძალთა ბალანსი შემდეგნაირად გადანაწილდა: “ქართული ოცნება” — 15 მანდატი; “ნაციონალური მოძრაობა” — 11 მანდატი; “გახარია – საქართველოსთვის” — 5 მანდატი; ინჯია — 4 მანდატი; “ევროპული საქართველო” — 1 მანდატი. ეს საკრებულო იქნებოდა ოპოზიციური, რომ არა ზაზა გოროზიას ლობირებით შესული ინჯიას პარტიის წევრები, რომელთაც მხარი დაუჭირეს "ოცნებას". შესაბამისად, ოპოზიციურ მარტვილს ჰყავს საკრებულო, რომლის თავმჯდომარეც "ოცნებიდანაა", ხოლო პირველი მოადგილე ინჯიას პარტიიდან",- წერს მელია "ფეისბუქის" გვერდზე.
საია: სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება
ბულგარეთის საგარეო მინისტრი: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ოანა ცოიუ –საჯაროდ უნდა დავგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ითქვას ძალიან მკაფიოდ
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)