|
2023-07-05 09:12:00, 1777 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს
ჩვენი დაზვერვისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე განათავსეს საგნები, რომლებიც ასაფეთქებელ ნივთიერებას ჰგავს,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო თავად რუსეთია და სხვა არავინ. "ჩვენი დაზვერვისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე განათავსეს საგნები, რომლებიც ასაფეთქებელ ნივთიერებას ჰგავს. შესაძლოა, სადგურზე თავდასხმის სიმულაციის მიზნით. ალბათ, მათ სხვა სცენარი აქვთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში - მსოფლიო ხედავს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო რუსეთია და სხვა არავინ",- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. "კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ტერაქტს, სამწუხაროდ, დროული და მასშტაბური რეაგირება არ მოჰყოლია. ამან, შესაძლოა, უბიძგოს კრემლს ახალი ბოროტების ჩადენისკენ. მისი შეჩერება მსოფლიოში ყველას პასუხისმგებლობაა, გვერდით ვერავინ გადგება, რადგან რადიაცია ყველაზე ზემოქმედებს",- დასძინა ზელენსკიმ.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)