01:24 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 23:54:04, 1062 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს რომ უყურებენ მოქალაქეები, ბედნიერების ინდექსში საერთოდ როგორ ვართ

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს რომ უყურებენ ჩვენი მოქალაქეები, რაც ამ ტელევიზიებიდან ზიზღი იღვრება, საერთოდ როგორ ვართ ბედნიერების ინდექსში", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციურად განწყობილი მედიები დეზინფორმაცით, ცილისწამებითა და საინფორმაციო ძალადობით არის დაკავებული.

''...აქ ბედნიერების ინდექსი მოგვიყვანა ერთ-ერთმა კოლეგა, მემგონი საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ბედნიერებაზე. ეხლა ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს რომ უყურებენ ჩვენი მოქალაქეები და ამას რომ უყურებს ყოველდღე ხალხი, რაც ამ ტელევიზიებიდან დეზინფორმაცია, ზიზღის კამპანია მოედინება, საერთოდ ბედნიერების ინდექსში რომ ვართ საქართველო, ეგეც კი გასაკვირია, სიმართლე რომ გითხრათ. ისეთი ნიაღვარი მოედინება დეზინფორმაციის და ცილისწამების. ყოველღიურად ნეგატივი, ყველა საინფორმაციო გამოშვება იხსნება ნეგატივით, უბედურებით, ადამიანების ემოციებზე მანიპულაციით და აი საინფორმაციო ძალადობით ხართ დაკავებული. რა ბედნიერებაზე გვესაუბრებით. საერთოდ რომ ვართ იმ ბედნიერების ინდექსში, ეგეც გასაკვირია სიმართლე რომ გითხრათ'', - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics