01:42 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 16:55:53, 1091 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“ - ეს არის ომის, რეგრესის პარტია, რომელიც დაკავშირებულია ყველანაირ მტრობასთან ჩვენი ქვეყნის მიმართ

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ღიზიანდება, როდესაც მათ საკუთარ სახელს არქმევენ. ეს არის ჩვეულებრივი ომის პარტია, რომელსაც ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი უნდა, ეს არის რეალობა და ამაზე მოუწია კიდევ ერთხელ პრემიერს აქცენტის გაკეთება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მათ ["ნაცმოძრაობამ"] ყველაზე კარგად იციან, რომ მტრობენ ქვეყანას - "ამას აკეთებდნენ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ამას აკეთებენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში".

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ღიზიანდება, როდესაც მათ საკუთარ სახელს არქმევენ. ეს არის ჩვეულებრივი ომის პარტია, რომელსაც ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი უნდა. ეს არის რეალობა და ამაზე მოუწია კიდევ ერთხელ პრემიერს აქცენტის გაკეთება. ამაზე ღიზიანდებიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“  წარმომადგენლები იმიტომ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან, რომ სინამდვილეში მტრობენ ჩვენს ქვეყანას. ამას აკეთებდნენ ისინი, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში და ამას აკეთებენ ახლა, როდესაც არიან 11 წლის განმავლობაში ოპოზიციაში. მათ აღიზიანებთ, როდესაც ერქმევათ ის სახელი, რომელიც სინამდვილეში უნდა ერქვათ. ეს არის ომის პარტია, ეს არის რეგრესის პარტია,  ეს არის პარტია, რომელიც დაკავშირებულია ყველანაირ მტრობასთან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics