02:39 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 14:36:15, 1085 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ორ ბოდიშს ვითხოვთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ

ველით ბოდიშს, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიებისგან და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსისგან,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ბოდიშს ითხოვენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდებაში დახმარების საკითხთან დაკავშირებით "გავრცელებულ დეზინფორმაციებზე".

"სამწუხაროდ, ამხელა მასშტაბის დეზინფორმაციული კამპანია იყო საქართველოს წინააღმდეგ, რომ ევროპარლამენტსაც კი მიაღებინეს ორი რეზოლუცია, რომელშიც პირდაპირ ეწერა ტყუილი და ეს დადასტურდა გუშინ. კიდევ ერთხელ, ერთი ვთქვით რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ველით ბოდიშს, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიებისგან და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, რომელიც საქართველოს აბრალებდა რომ თითქოს აქ ხდება სანქციების გვერდის ავლა. ჯერჯერობით სააკაშვილთან დაკავშირებით ბოდიში ვერ მოვისმინეთ, ახლა ეს საკითხით დაემატა. ორ ბოდიშს ვითხოვთ, ერთი სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ სიყალბეს ავრცელებდნენ ქვეყნის შიგნით და გარეთ და მეორე - ბოდიშს მოველით ასევე, რომ სანქციებთან დაკავშირებით ხდებოდა დეზინფორმაციების გავრცელება",- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics