03:04 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 15:07:55, 1039 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციაზე - ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძახოს და პასუხი არ გავცე?!

ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძახოს და პასუხი არ გავცე?! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიცია ქვეყენაში რადიკალიზმს აღვივებს.

„ნებისმიერი ხელისუფლების სუბიექტური ინტერესია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდი გარემო. ნებისმიერ არჩეულ ხელისუფლებას აინტერესებს, რომ 4 წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა. ესაა ჩვენი სუბიექტური ინტერესი, მარტო ობიექტური კი არა, სუბიექტური ინტერესი. ჩვენ გვინდა, რომ 4 წლის განმავლობაში მშვიდობიანად ვმართოთ ეს ქვეყანა. ვისი ინტერესია, რომ ეს სიმშვიდე არ დაუშვას? ეს არის, ბუნებრივია, ოპოზიცია, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც არჩევნების დღიდან მოყოლებული აღვივებს რადიკალიზმს. ეს არის მათი ინტერესი, ჩვენი ინტერესი სუბიექტურადაც არის მშვიდად ვმართოთ ეს ქვეყანა. გამოდიან ვიღაც მართლა ნაგავი ხალხი და გეძახიან ხან რუსს, ხან პუტინისტს, ხან ათას უბედურებას, ხან კორუმპირებულს. თვითონ კორუმპირებულები და ის ადამიანები, ვინც 20% ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას. პასუხი სჭირდება ამ ხალხს, ბუნებრივია. ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძახოს და პასუხი არ გავცე?! ამას მეუბნებით?! კონკრეტულმა ელჩმა ამ ადამიანებს უთხრა, რომ ფიზიკური და ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics