04:25 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 15:55:56, 650 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის გადაწყვეტილებას იღებს პრემიერი, შესაბამისი სამსახურების მიერ მოპოვებულ უტყუარ ინფორმაციაზე დაყრდნობით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საჭიროებას განსაზღვრავენ არა პოლიტიკოსები, არამედ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შესაბამისი სამსახურების მიერ მოპოვებულ უტყუარ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, პირველ რიგში, ყოველთვის გატარებული იქნება ქვეყნისა და ხალხის ინტერესები.

„ცხადია, როდესაც მსოფლიოსა და რეგიონში გამოწვევებია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პირველ რიგში, გვქონდეს სწორი, უტყუარი ინფორმაცია გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა-არმოწვევას, ამ გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც შემოდის შესაბამისი სამსახურების მხრიდან. ყოველთვის, რამდენად რთული მდგომარეობაც უნდა იყოს, პირველ რიგში გატარებული იქნება ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძემ სამარცხვინო უწოდა იმ განცხადებებს, რომელიც წინა დღეებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან ისმოდა.  

„სამარცხვინო იყო ის განცხადებები და თუნდაც სოციალურ მედიაში გავრცელებული სტატუსები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური დაჯგუფებები ძალიან საშიშნი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics