04:25 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 15:26:47, 752 ნახვა

პოლიტიკა
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ სებ-ის საბჭოს წევრებად წარდგენილ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირეს

საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი ორი კანდიდატი განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ცნობით, დიმიტრი ჯაფარიძის და გიორგი ბაქრაძის კანდიდატურების შესახებ ინფორმაცია კომიტეტების წევრებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ გააცნო.

მათივე ინფორმაციით, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანდიდატებმა ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვასა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.

„ჩვენ კანდიდატების კომპეტენციასთან არანაირი შეკითხვა არ გვაქვს, მაგრამ ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, პრეზიდენტი და პარლამენტი უნდა  შეთანხმდნენ ისეთ კანდიდატზე, რომელიც იქნება მისაღები. პრეზიდენტს აქვს კანდიდატის წარმოდგენის და ჩვენ-დამტკიცების უფლება და თუ საკითხი უნდა გადაწყდეს, უნდა მოხდეს კონსულტაცია", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები 16 ივნისს წარუდგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics