|
2023-06-25 13:24:01, 851 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის არანაირი საჭიროება არ არსებობდა
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გუშინ, რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა. „ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. როდესაც რაღაც განსაკუთრებული ხდება და იქმნება საჭიროება უშიშროების საბჭოს მოწვევის, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და პრეზიდენტისთვისაც გახდება ცნობილი. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო არ არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო რესპუბლიკაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. პრეზიდენტის უფლებამოსილებაც ვიცით, თუ როგორ არის განაწილებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება საზღვრების კონტროლს, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ყველა შესაბამისი სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა. „რაც შეეხება საზღვრების კონტროლს, არსებობს შესაბამისი სამსახურები. გუშინ შსს-მ გააკეთა განცხადება, სადაც ყველაფერი იყო ნათქვამი. შესაბამისად, ყველა სამსახური, რომელსაც ევალება აღნიშნული მიმართულების კონტროლი, ზედამხედველობა, არის მოწოდების სიმაღლეზე. თუ რამე საფრთხე იქნება, გადადგმული იქნება შესაბამისი ნაბიჯები, რომელიც, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებში იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. კახა კალაძის თქმით, ქვეყნის შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებებს იღებენ არა ემოციების კარნახით, არამედ უტყუარ ინფორმაციაზე დაყრდნობით. „დავიწყოთ იმით, რომ ბევრი „ფეიკი“ და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა. აქედან გამომდინარე, ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა არასწორია. მერწმუნეთ, რომ ჩვენს შესაბამის სამსახურებს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე თქვენ, მე და ნებისმიერ მოქალაქეს. შესაბამისად, როდესაც ხდება უშიშროების საბჭოს მოწვევა ან ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ეს რა თქმა უნდა, ხდება კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომელიც არის უტყუარი. კეთდება სწორი ანალიზი და ამის შემდეგ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები. ამიტომ, არასწორია, შემოვიფარგლოთ სოცმედიაში და ზოგადად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც გაუგებარია, ვის რა ინტერესი აქვს და ვინ რა ინტერესით აშუქებს სხვადასხვა საკითხს. არ უნდა ავყვეთ ემოციებს. თუ ჩვენს წარსულს და უახლეს ისტორიას გადავხედავთ, ემოციებით მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან ბევრი გვაქვს, სამწუხაროდ და ამ გადაწყვეტილებებმა ათეული წლობით დახია ჩვენი ქვეყანა უკან. ამიტომ არ გვჭირდება ემოციები, გვჭირდება ცივი გონება, მსჯელობა, სწორი ანალიზის გაკეთება და შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, გუშინ, 24 ივნისს რუსეთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევისკენ მოუწოდა. რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, ლიდერები რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის ჩაკეტვას ითხოვდნენ.
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)