05:53 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 01:02:44, 998 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციასთან ალტ-ინფოს აქტივისტებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციასთან ალტ-ინფოს აქტივისტები გამოჩნდნენ.

აქტივისტები სალომე ზურაბიშვილს მიღებული გადაწყვეტილების გამო ლანძღავდნენ და ემუქრებოდნენ, რომ ქართველი ხალხი მას საქართველოდან "მალე გააბუნძულებდა".

ერთ-ერთმა აქტივისტმა ხატია ჯანაშიამ პრეზიდენტის რეზიდენციის წინ მიტანილი ევროკავშირის დროშა დაწვა, რასაც პოლიციის რეაგირება მოჰყვა და პირი 1000 ლარით დააჯარიმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.

ცოტახნისწინ, გვარამიამ რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაც დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics