06:20 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 21:38:19, 729 ნახვა

პოლიტიკა
პროკურატურის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ

საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ანტიკორუფციული სამმართველოსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ პროცესში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელთა მოსაზრებების გაზიარება მნიშვნელოვანია. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს აღნიშნული კატეგორიის საქმეთა გამოძიების პროცესში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics