07:09 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-21 11:38:46, 604 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური - მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გადაგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მხარდაჭერისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“- ში გამართულ „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმ - 2023-ის" გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა.

ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით გადაგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით გადაგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მხარდაჭერისთვის. დღევანდელი ფორუმი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საქართველოში მიმდინარე პროცესების გასაცნობად, არამედ ამ სფეროში მსოფლიოში არსებულ ძირითად ტენდენციებზე მსჯელობისთვის.

სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ფორუმს ესწრებიან კიბერუსაფრთხოების სფეროს წამყვანი ექსპერტები და ოფიციალური წარმომადგენლები ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

ჩვენი მიზანია, ფორუმის საშუალებით კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და ხელი შევუწყოთ ამ სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგს“, - განაცხადა გომელაურმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics