08:27 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-17 17:03:42, 1221 ნახვა

პოლიტიკა
ჩეხეთის ელჩი - ზურაბ ჯაფარიძეზე ძალადობას მტკიცედ ვგმობ

მე ნამდვილად მტკიცედ ვგმობ ამ თავდასხმას. იმედი მაქვს, ბატონი ჯაფარიძე კარგად იქნება და ამ ბანაკის მონაწილეებს არაფერი დაუშავდებათ, - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩა, პეტრ მიკისკამ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებაში ძალადობა მიუღებელია მითუმეტეს, როდესაც ეს ხდება პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და ახალგაზრდების წინააღმდეგ.

"ჩვენ ნამდვილად ვადევნებთ თვალს მოვლენებს. ეს მოვლენათა აბსოლუტურად საშინელი განვითარებაა. ძალადობა მიუღებელია საზოგადოებაში, კიდევ უფრო მიუღებელია ეს პოლიტიკოსების წინააღმდეგ, აქტივისტების წინააღმდეგ, ახალგაზრდების წინააღმდეგ. შესაბამისად, მე ნამდვილად მტკიცედ ვგმობ ამ თავდასხმას. იმედი მაქვს, ბატონი ჯაფარიძე კარგად იქნება და ამ ბანაკის მონაწილეებს არაფერი დაუშავდებათ", - განაცხადა ჩეხეთის ელჩმა საქართველოში.

შეგახსენებთ, გორის სმარტთან "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან თვალის არეში დაზიანება მიიღო.

ამის შემდეგ "გირჩი-მეტი თავისუფლებას" პარტიამ გაავრცელა ვიდეო კადრები სადაც ჩანს, რომ ბორჯომში, იმ სასტუმროში სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა, რომლებიც შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და აგრესიით გამოირჩევიან.

როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ისინი იმუქრებიან და აცხადებენ, რომ თუ საღამომდე არ დატოვებენ ადგილს უარესს დამართებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics