08:27 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-17 12:56:57, 908 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში სადრენაჟე სისტემებზე არსებული მდგომარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თამაზ მღებრიშვილმა და  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ რეგიონში სადრენაჟე სისტემებზე არსებული მდგომარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს; შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები.  საუბარი შეეხო პროექტებს, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მელიორაცია მიმდინარე წელს  დაიწყებს.   

საქართველოს მელიორაციამ ხობის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში, ბოლო რამდენიმე წლის (2017-2023 წწ)  განმავლობაში, 7,5 მლნ ლარის ღირებულების პროექტები განახორციელა, შედეგად, დამშრალი მიწის ფართობი  5000  ჰექტარით გაიზარდა, რამაც  სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყო ხელი.   

დღეისათვის, რეგიონში 4,8 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, 400 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება გახდება  შესაძლებელი.  

შეხვედრა  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც საქართველოს მელიორაციის  ხელმძღვანელი პირები და რეგიონში შემავალი   მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics