|
2023-06-14 23:26:42, 717 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ზურაბიშვილი აკრიტიკებდა გიორგი მარგველაშვილის პრაქტიკას და აცხადებდა, რომ ის არ იქნებოდა ვეტომდებელი, თუმცა ასეთი ვეტო მარგველაშვილსაც არ დაუდია
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კამპანიის დროს აკრიტიკებდა წინა პრეზიდენტის, მარგველაშვილის პრაქტიკას და აცხადებდა, რომ ის არ იქნებოდა ვეტომდებელი და ა.შ. თუმცა ასეთი ვეტო მარგველაშვილსაც კი არ დაუდია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე ისაუბრა. კითხვაზე, რა კონსულტაციები მიმდინარეობდა პრეზიდენტთან და იყო თუ არა შეთანხმება, რომ სალომე ზურაბიშვილი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარადგენდა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „იმართებოდა კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის და ამ კონსულტაციების საფუძველზე თანხმობა განაცხადა პრეზიდენტმა კონკრეტულად ლაშა ხუციშვილის წარდგენასთან დაკავშირებით. დროც კი იყო დაკონკრეტებული, თუმცა, ამის შემდეგ რატომღაც პრეზიდენტმა თავისი პოზიცია შეცვალა და ბოლოს ისიც კი თქვა, რომ წლის ბოლომდე საერთოდ არ წარადგენდა კანდიდატურებს. ეს მიუღებელია.“ შეკითხვაზე, რამდენად უზრუნველყოფდა ინსტიტუციის დამოუკიდებლობას ლაშა ხუციშვილის შესვლა ეროვნულ საბჭოში, ვინაიდან ის არის მოქმედი ფინანსთა მინისტრი, კობახიძემ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ასევე წარადგინა ყოფილი მინისტრი მმართველი გუნდიდან, რომელიც დღეს არის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. მისივე თქმით, გაუგებარია თუ წინა შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს კითხვები არ ჰქონია, საინტერესოა ამ შემთხვევაში რატომ აქვს. კობახიძის განმარტებით ეს მხოლოდ საბაბია. „პრეზიდენტმა წარადგინა მაგალითად, ასევე ყოფილი მინისტრი, მერე მინისტრის მოადგილე იყო იმ პერიოდისთვის, მმართველი გუნდის წევრი, რომელიც დღეს არის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. იქ თუ არ ჰქონდა კითხვის ნიშნები, აქ რატომ აქვს?! ხომ აშკარად ჩანს, რომ ეს საბაბია. ერთ შემთხვევაში არ გაწუხებს და მეორე შემთხვევაში გაწუხებს, ჩანს რომ ეს საბაბია. საზოგადოებასაც რომ განვუმარტოთ რაშია განსხვავება. არის ორი კანონი, ერთი არის პრეზიდენტის ვეტო და მეორე ჩვენს მიერ მიღებული კანონი. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ პრეზიდენტის ვეტო ითვალისწინებს სამ ვიცე-პრეზიდენტს და ჩვენი კანონი ითვალისწინებს პირველ ვიცე-პრეზიდენტს და ორ ვიცე-პრეზიდენტს. ამაზე როგორ შეიძლება ან გაოგნდე, ან თქვა რომ დამოუკიდებლობას დააკარგვინებს ორგანოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)