|
2023-06-10 22:43:30, 5182 ნახვა
Lifestyle
შონ პენი - ძალიან შემიყვარდა საქართველო - მის გარეშე უკრაინა არ არსებობს
ძალიან შემიყვარდა საქართველო - მის გარეშე უკრაინა არ არსებობს - ამის შესახებ, განაცხადა ჰოლივუდის ვარსკვლავმა, რეჟისორმა და მსახიობმა შონ პენმა. პენი ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალზე სიტყვით გამოვიდა. "ბევრი წარმატება და მარცხი გამომიცდია, რამაც კიდევ უფრო გამაძლიერა და შთამაგონა, რომ ეს ფილმი გადამეღო. ჩვენ არასდროს ვიცით, როდის გვატყუებენ, მაგრამ ყოველთვის ვხვდებით, როცა სიმართლეს გვეუბნებიან. მე შემიძლია ქართველებს გითხრათ სიმართლე. ეს სამარცხვინოა, მაგრამ ეს სიმართლეა. ბოლო 24 საათში საქართველოზე იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე 62 წლის განმავლობაში. ძალიან შემიყვარდა საქართველო. საქართველოს გარეშე უკრაინა არ არსებობს. როგორც ამერიკელი მივხვდი, რომ უკრაინამ მაჩუქა საქართველოც. უკრაინა არის ის, რასაც დაგვპირდა ჩვენი ქვეყანა - მშვიდობა და თავისუფლება" - განაცხადა პენმა. ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და ქვეყნის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ფილმიც გადაიღო. ახლა ის უკრაინაში მებრძოლ ქართულ ლეგიონზე გეგმავს ფილმის გადაღებას.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)