|
2023-06-10 15:16:51, 845 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - კანდიდატის სტატუსი შარშანაც გვეკუთვნოდა, იმედია, წელს სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ
კანდიდატის სტატუსი შარშანაც გვეკუთვნოდა, იმედია, წელს სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს 12 პუნქტის შესასრულებლად, თუმცა სტატუსის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და "შანსები 50/50-ზეა". "ყველამ იცის, რომ ჩვენ შარშან, ივნისშიც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, ეს თვითონ ევროკომისიამაც დაადასტურა, როდესაც ქულებით შეფასება დადო და ამ ქულებიდან გამომდინარე ცვენ ვუსწრებთ, როგორც მოლდოვას, ასევე ბოსნიას. ანუ იმ ქვეყნებს, რომლებსაც მიენიჭათ სტატუსი, შესაბამისად რათქმა უნდა მას მერე ბევრი რამ გაკეთდა 12 პუნქტი შესრულდება ივნისის ბოლომდე. ჩვენ ყველანაირად მზად ვიქნებით , რომ მივიღოთ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი, თუმცა დეკემბერში იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და როცა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება, იქ შანსები არის ყოველლთვის 50/50-ზე. პოლიტიკური კონტექსტი შარშანდელი ივნისის შემდეგ არსებითად არ შეცვლილა, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ სტატუსს მივიღებთ. უნდა დაველოდოთ დეკემბრის გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, რომ ამჯერად, წინა წლისგან განსხვავებით, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ",- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)