|
2023-06-09 23:07:06, 879 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - გუშინდელი ბრიუსელის სხდომის შემდეგ აღარავინ ელოდება კანდიდატის სტატუსს ფორმულით „მიუხედავად ყველაფრისა“
გუშინდელი ბრიუსელის სხდომის შემდეგ უკიდურესად არაინფორმირებული ოპტიმისტების გარდა, ალბათ, აღარავინ ელოდება კანდიდატის სტატუსს ფორმულით "მიუხედავად ყველაფრისა", - ამის შესახებ "მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსზე საქართველოს უარსაც არ ეტყვიან, გადადებენ პასუხს ერთი წლით და ამას არჩევნებს დაუკავშირებენ. "გუშინდელი ბრიუსელის სხდომის შემდეგ უკიდურესად არაინფორმირებული ოპტიმისტების გარდა, ალბათ, აღარავინ ელოდება კანდიდატის სტატუსს ფორმულით "მიუხედავად ყველაფრისა". ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსზე უარსაც არ გვეტყვიან, გადაგვივადებენ პასუხს ერთი წლით და დაუკავშირებენ არჩევნებს. ამ გზით ანგარიშსაც გაუწევენ ქართველ ხალხს და იმასაც შეამოწმებენ, რას და როგორ "ვიმსახურებთ": თუ გვაქვს ძალა დავიცვათ დემოკრატია და დასავლეთი საკუთარ ქვეყანაში, მაშინ ბევრად მეტს ვიმსახურებთ, ვიდრე კანდიდატის სტატუსია და მივიღებთ კიდეც ამ "ბევრად მეტს". თუ ვერ დავიცავთ - "ვეფხისტყაოსნიდან" აფორიზმების, პირველი რესპუბლიკის და პირველი კონსტიტუციის პროგრესულობის, შესანიშნავი მიტინგების და გულისგანმგმირავი ფოტოების, სოციოლოგიური კვლევების შთამბეჭდავი შედეგების მოხმობით ევროპული პრივილეგიების მოთხოვნა არც სამართლიანია, არც სერიოზული და არც ლოგიკური. მით უფრო, როცა რადიოაქტიური რუსული ხელისუფლება გყავს. საერთაშორისო პოლიტიკა და გეოპოლიტიკა "აქ და ახლა" მუშაობს და არა გუშინდელი, საუკუნის წინანდელი, ან ძველი წელთაღრიცხვის დამსახურებებით, ანდაც ხვალინდელი ან მომავალი დეკადების პროგნოზირებით. ეს უნდა გვესმოდეს, ამას უნდა შევეგუოთ, ამის შემხსენებლებს თავს კი არ დავესხათ, საქმეს მივხედოთ და შემოვლითი გზების ძიებას შევეშვათ. რას იტყვის "ოცნების" პროპაგანდა, არარელევანტურია. ნებისმიერ ვითარებაში რამეს იტყვის. პასუხის გაცემა სჭირდება მაგას და არა წინასწარ ვიშვიში. P.S. გუშინდელ სხდომაზე "ოცნების" ბანდერლოგებზე აღარაფერს ვიტყვი იმის გარდა, რომ ისინი წარმოადგენენ საქართველოს და ამას ჩვენი ფორმალური თანხმობით აკეთებენ. საიდანაც გინდა მიაბი ქოთანს ყური, ასეა ეს", - წერს ნიკა გვარამია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)