13:27 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 18:37:46, 1170 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების არანაირი საფუძველი არ არსებობს

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, სანქციებთან დაკავშირებით მანიპულაციები ხშირად ხდება და დასძინა, რომ სანქციების დასაწესებლად ფაქტია საჭირო, რომელიც არ არსებობს.

"ხშირია ხოლმე მანიპულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ, აი სანქციები დაწესდება. რაზე უნდა დაწესდეს? სანქცია მხოლოდ შეიძლება დაწესდეს ისეთ რამეზე, როდესაც გვაქვს კონკრეტული ფაქტი. თუ ფაქტი არ არსებობს ვერავითარი სანქცია ვერ დაწესდება და არავითარი ფაქტი არ არსებობს. ეს არის ორჯერ ორი ოთხი", - განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, Politico-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, რომელთა შორისაც ერთ-ერთი საქართველოა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების შესაძლებლობები - პროგრამებზე მიღება დაიწყო
ბულგარეთის სანაპიროსთან დრონებმა კიდევ ორ სავაჭრო გემს შეუტიეს: ერთ-ერთი მათგანი ჩაიძირა
168 სადგური - სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $20.5 მილიარდამდე გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics