|
2023-06-08 17:36:40, 932 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე პრემიერად სააკაშვილის შესაძლო დასახელებაზე - კითხვა, უნდა გახდეს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქე პრემიერი, იუმორისტული ჟანრიდანაა
ეს კომენტარი იუმორისტული გადაცემისთვის გინდათ თუ საინფორმაციოსთვის? კითხვა იმის შესახებ, უნდა გახდეს თუ არა სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პრემიერი და ჩაერთოს პოლიტიკაში, ნამდვილად იუმორისტული ჟანრიდანაა,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. ბრეგაძის თქმით, მიანიჭებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის პრეროგატივაა. "რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, ეს ასე ვერ მოხდება. მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა. ამ ეტაპზე, უცხოელს საქართველოში არ აქვს არც აქტიური და არც პასიური საარჩევნო ხმა და შესაბამისად, ვერ მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პოლიტიკაში... რაც შეეხება პრეზიდენტის შესაძლო გადაწყვეტილებას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, ამაზე, რა თქმა უნდა, კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს არის მისი კონსტიტუციური პრეროგატივა და უნდა გადაწყვიტოს თავად, მიანიჭებს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობას თუ არა, თუმცა ნამდვილად გასაკვირი და უცნაურია, როცა სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი გადის საქართველოს მოქალაქეობიდან და იღებს უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობას",- განაცხადა ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)