11:52 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 13:41:51, 1107 ნახვა

პოლიტიკა
Politico - საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის პრობლემას იწვევენ

აშშ-მა გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, რომელთა შორისაც ერთ-ერთი საქართველოა. აღნიშნულის შესახებ Politico აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელ ჯიმ ო’ბრაიენზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ ევროპული კომპანიები ყიდიან პროდუქციას სხვა ქვეყნებში, რომლებიც თავის მხრივ, მასალებს რუსეთში ყიდიან.

"შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების არიდების პრობლემას იწვევენ: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი...

ძირითადი მიკროჩიპებისა და ელექტრონიკის ექსპორტი, რომელიც რუსეთს მისი ომის მანქანისთვის ესაჭიროება, დაუბრუნდა ომამდელ დონეს, რადგან რუსეთი სანქციების გვერდის ავლაში უკეთესი გახდა. ამ წლის დასაწყისისთვის რუსეთს შეეძლო ელექტრონიკის გარკვეული ძირითადი კატეგორიების ხელახალი იმპორტი, დაახლოებით, ომამდელ დონეზე, რაც გულისხმობდა ჩიპებს, პროცესორებსა და ინტეგრირებულ სქემებს, რომლებიც თანამედროვე იარაღის დამზადებისთვის არის საჭირო",- განაცხადა ო’ბრაიენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics