|
2023-06-08 11:39:37, 740 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ენმ-ზე - ესენი რომ გვერეოდნენ ქვეყნის შიგნით, აქ იქნებოდა სასაკლაო და გაცილებით რთული სიტუაცია, ვიდრე უკრაინას დაატყდა თავს რუსული ოკუპაციის შედეგად
2012-წლამდე რასაც აკეთებდნენ, იმაზე არანაკლები ცოდვები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს რასაც აკეთებს. კიდევ კარგი პრემიერ-მინისტრის, პარტიის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძის და კიდევ უამრავი ადამიანის ფაქტორია, პოლიტიკიდან გასული ადამიანის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია იმდენად დიდი ამ ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, რომ წარმოუდგენელია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. „ბიძინა ივანიშვილის ერთი წერილი გაცილებით ძლიერი, წონიანი აღმოჩნდა, ვიდრე ათასი ფეიკ რეზოლუცია. ეს ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას მართავენ დღეს, არიან მშვიდობის გარანტი და კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა და კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ ადგილებზე არიან, თორემ ამათ რომ შეესრულებინათ, ესენი რომ გვერეოდნენ ქვეყნის შიგნით, ყოველგვარი გადაჭარბებისა და შეთქმულების თეორიების გარეშე, აქ იქნებოდა სასაკლაო და გაცილებით რთული სიტუაცია, ვიდრე უკრაინას დაატყდა თავს რუსული ოკუპაციის შედეგად“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)