|
2023-06-05 19:03:41, 816 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი აშშ-ს მოუწოდებს, რომ მოსამართლეებს სანქციები, რაც შეიძლება მალე მოუხსნან
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, ქართველ მოსამართლეებს სანქციები რაც შეიძლება მალე მოუხსნას. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართული მხარე აშშ-სგან ორი თვის განმავლობაში ითხოვდა მტკიცებულებებს, მაგრამ მათი მხრიდან მტკიცებულებების წარდგენა არ მომხდარა, აქედან გამომდინარე პაპუაშვილი აღნიშნულს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. "მგონი სანქციებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ისედაც ცნობილია. მგონი ორი თვე გავიდა, ვითხოვდით მტკიცებულებებს, ნული მტკიცებულებაა წარმოდგენილი. ამიტომ, მტკიცებულებების გარეშე მიღებულო გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ამას რაიმე დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს და პირიქით, მოვუწოდებ მე, რომ ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას. ვინაიდან, არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე ადამიანზე თავდასხმა და შეტევა მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება მოსამართლეს", - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)