|
2023-06-05 18:27:01, 918 ნახვა
პოლიტიკა
ბუნდესტაგის დეპუტატი ღარიბაშვილზე - გაუგებარია, რატომ იმეორებს რუსულ ნარატივს, როდესაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ცდილობს
მე ძალიან გამაღიზიანა თქვენი პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომლებიც ძალიან ჰგავდა რუსულ ნარატივს, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა, მიხაელ როტიმ განაცხადა. როგორც როტიმ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ იმეორებს იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რუსულ ნარატივს, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ცდილობს. "მე ძალიან გამაღიზიანა თქვენი პრემიერმინისტრის განცხადებებმა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომლებიც ძალიან ჰგავდა რუსულ ნარატივს. არ მესმის, რატომ უნდა იმეორებდეს ასეთ პროპაგანდას იმ ქვეყნის მთავრობის მეთაური, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ცდილობს. უკრაინაში ომი რუსული იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის ბრალია და არა იმის ბრალი, რომ უკრაინამ და საქართველომ ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანება მოინდომეს. 2008 წელს რუსეთმა თქვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციაც მოახდინა. ეს არ მომხდარა იმის გამო, რომ დასავლეთმა რუსეთის პროვოცირება მოახდინა. ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც სამწუხაროდ გერმანიაშიც საკმაოდ გავრცელებულია", - განაცხადა მიხაელ როტიმ. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ვიზიტით იმყოფება გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, მიხაელ როტი.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)