|
2023-06-04 22:30:32, 1112 ნახვა
პოლიტიკა
სამხარაძე - დიახ! გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული
"დიახ! რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ" - წერს სოციალურ ქსელში "ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე. სამხარაძე ამტკიცებს, რომ არც ერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ქონდა. "რაც გავარკვიე, ერთი საერთო აქვს ნაცების მიერ ვინოკუროვის შემთხვევაში და დღეს აწეულ თემებს: თუ რომელიმე მათგანს შემოსვლისას რამე შეფერხება შეექმნებოდა, ნაცები ატეხავდნენ ყვირილს, რომ ანტიპუტინისტ ვინოკუროვს, გროზნოს გადაყენებულ მერს და კადიროვის დაჭერილ ბიზნესმენს საქართველოში პრობლემები ექმნება. როცა მათ არავის პრობლემა არ შეუქმნა და ეს სცენარი ჩაუვარდათ, მერე გახდნენ ისინი ლავროვის ნათესავები და დღეს - კადიროველები… დიახ! რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ. არც ერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ქონდა. სხვა დეტალებს მესაზღვრე ისედაც არ არკვევს - არ არის ძებნილი და არ აქვს ოკუპაციის კანონი დარღვეული. შესაბამისად, პრობლემა არავის შეუქმნია, შემოვიდნენ ტურისტებად, ფული დახარჯეს და წავიდნენ. დარღვევა რომ რამე ქონოდათ, არავინ შემოუშვებდა. ანუ სინამდვილეში ისევ ნაცების საზიზღარი პროვოკაცია და დაზომბებული რამდენიმე ათეული აქტივისტის ყალბი პატრიოტიზმია. ჩეჩნების საწვრთნელი ბაზები ქონდათ აქ მოწყობილი აგვისტოს ომის შემდეგ და ჩვენთან ქექავენ სისულელეებს, რა უნდა ველაპარაკო ამ მართლა მოღალატეებს რაც შეეხება მათ უზრდელობებს - ყველას დედებს მოვიკითხავ, ვინც ამ უზრდელობის კამპანიაშია ჩართული! "- აცხადებს დეპუტატი სამხარაძე. გამოცემა „კავკასიური კვანძი“ წერდა, რომ ახმეტხანოვი კომპანია Yug-Oil-ის მფლობელია. 2020 წელს მას ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა უკანონო საბანკო საქმიანობისთვის. ახმეტხანოვის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი "კავკასიური კვანძის" წყაროებმა დაადასტურა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის არის ჩეჩნეთის ავტორიტეტი, მეტსახელად "დაწყევლა".
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)