|
2023-06-04 20:22:41, 1048 ნახვა
სამართალი
რესტორან რეტროს მფლობელი პრორუსი თეიმურაზ ვარშანიძე ქართველ მიმტანებზე ძალადობს - ვიდეო
სახაჭაპურე რეტროს ყოფილი მენეჯერი მარია ზოიძე Facebook-ზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც, მისი თქმით, რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს. ზოიძე წერს, რომ თავად რეტრო ცოტა ხნის წინ დატოვა, რადგან ვარშანიძემ ხალხით სავსე რესტორანში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართა. ის, ასევე, წერს, რომ რუსების შემოდინებასთან ერთად რესტორანში რუსი თანამშრომლები მიიყვანეს, რომლებიც ძველ თანამშრომლებს ტოქსიკურ სამუშაო გარემოს უქმნიდნენ, მფლობელი კი მათ მხარს უბამდა, რადგან პრორუსია. ყოფილი მენეჯერის პოსტი: "პოსტს ვწერ ძალიან აღელვებული, გაბრაზებული, თუმცა სრულიად რაციონალური გონებით. მინდა ჩემი და იმ ადამიანების გამოცდილება მოგიყვეთ, რომელთაც ერთი სამუშაო სივრცე, რესტორანი რეტრო, გვაერთიანებდა. ვფიქრობ, რომ არ უნდა დავაყოვნო და ყველაფერი მოვყვე. გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხოთ ისტორია. მე, პირადად, რესტორან „რეტროში“ მენეჯერის პოზიცია მეკავა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. კონკრეტულ შემთხვევამდეც არ სუფევდა რესტორანში სამართლიანობა და ადამიანური მოპყრობა, მაგრამ მთავარი მაშინ დაიწყო, როცა რუსების შემოდინებიდან მალევე, მოიყვანეს რუსი მიმტანები, რუსი დიზაინერები და რუსი ფსევდოPR-ები, რომლებმაც არც ქართული იცოდნენ, არც ინგლისური და გვიქმნიდნენ ტოქსიკურ სამუშაო გარემოს. მათი აყვანიდან მალევე დაიწყო ამ ხალხის უპირატესად წარმოჩენა და გამუდმებით ჩვენი დაკნინება (გამომდინარე მფლობელის პრორუსული დამოკიდებულებიდან). ამ სიტუაციაში რამდენიმე თვე მომიწია მუშაობა, თუმცა მთავარი მაშინ დაიწყო, როდესაც რეტროს მფლობელმა თეიმურაზ ვარშანიძემ პიკის საათებში, როდესაც უამრავი სტუმარი იყო რესტორნის შუა დარბაზში, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით „შემამკო“. თავი დამცირებულად ვიგრძენი და სამსახური მაშინვე დავტოვე. გუშინ კი ბევრად უარესი რამ მოხდა. რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე (და არამარტო) ხელიით შეეხო და ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ მიმტანზე, რომლის ამსახველ კადრსაც აქ ვაქვეყნებ. არსებობს სხვა კადრებიც, მაგრამ ამას უკვე იქ წარვადგენთ სადაც საჭიროა. საშინელი შიშის შეგრძნება მაწუხებს. ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც რესტორანის მფლობელი ხელით ეხება თანამშრომლებს. ძალიან ბევრი რამის თქმა არის შესაძლებელიამ ამბით მათზე და ასევე სხვებზეც. მთელი ქვეყანა, რომ რუსეთის ჯიბის რესტორნად იქცა, ფაქტია. ჩვენ კი, მათ პირად მოსამსახურეებად. ამ ერთი ამბიდანაც კი მარტივად შეგიძლიათ დაასკვნათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების რეალისტურობა. კაცი, რომელიც არის გავლენიანი, პრივილეგირებული რომელსაც გუშინ ხელით შეეხო და ჰგონია, რომ როგორც აქამდე, ახლაც მარტივად გაუვა თავისი გავლენების გამო. გთხოვთ რითიც შეძლებთ დაგვეხმაროთ და გავაგებინოთ ადამიანებს რა ხდება ყველაზე პოპულარულ რეტროში. სცემა გუშინ ადამიანი რესტორნის მფლობელმაა სცემააა მიმტანი", - წერს ის.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)