|
2023-06-04 14:34:19, 953 ნახვა
პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა, კადიროველების შესაძლო ვიზიტზე - მათი ქვეყანაში შემოსვლა გადაწყდა უფრო მაღალ სამთავრობო ეშელონებში
„მანქანის რუსული ნომრებით თუ ვიმჯელებთ, ეს პირები არიან ძალიან დაახლოებული რუსეთის ხელისუფლებასთან და მათი ქვეყანაში შემოსვლას მესაზღვრებიი ვერ გადაწყვეტდნენ, ეს გადაწყდა უფრო მაღალ სამთავრობო ეშელონებში.“ - განაცხადა განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ. „ოფიციალური პირები არ არიან ისინი და ოფიციალური ნებართვები არ არის შესაბამისად გაცემული და ეს არის რაღაც მეგობრულად, ქართულ ჯიგრულ პონტში გაკეთებული ამბავი, რომ შემოსულია ვიღაც შეიარაღებული. ამას მესაზღვრეები ვერ გადაწყვეტენ, ეს უფრო მაღლა იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ეს პირები არიან მანქანაში, რომლებიც აშკარად ნომრებით თუ ვიმსჯელებთ, არიან ძალიან დაახლოებული რუსეთის ხელისუფლებასთან, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ. „გუშინ 18:00 საათზე ნატახტრის მიმართულებით მიმყავდა ბავშვები და რესტორნებთან, გზის ჩაყოლებაზე მოძრაობდა სამი მერსედესის ჯიპი ერთნაირი ნომრებით, პრაქტიკულად და უკან მისდევდა, სავარაუდოდ, დაცვა. ყურადღება მიიპყრო, ბუნებრივია, იმიტომ, რომ 4 მანქანა ასეთი 4-ვე ჩაბურული შუშებით, შავი ჯიპები. დავაკვირდი, ეს იყო რუსული ნომრები. ისინი მოძრაობდნენ სტეფანწმინდის მიმართულებით, მაგრამ იქვე, ნატახტრის ერთ-ერთ რესტორანთან მოუხვიეს, სავარაუდოდ, რომელიმე რესტორანში შევიდნენ ან უკან დაბრუნდნენ, ვერ გეტყვით, მაგრამ იმ ტერიტორიაზე ნელა გადაადგილებოდნენ. ორგანიზებულად მოძრაობდნენ და როგორც კი ერთ-ერთ მანქანას წინ ჩავუდექი, შორი მანძლი იყო შედერაბით, მაშინვე დაცვის ჯიპი მომიახლოვდა, ჩამიჭრა და წინ ჩამიდგა ისევ, - ამბობს წალენჯიხის მერის მოადგილე, ვანო ბურდული.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)