|
2023-06-04 13:51:49, 2526 ნახვა
სხვადასხვა
რესტონან ფშავის ჩემპიონში ხინკალი ჭამეს- კადიროვის მხარდამჭერების ვიზიტი საქართველოში
არსებული ინფორმაციით ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მხარდამჭერები საქართველოში იმყოფებიან. "ექსპრესნიუსს" მკითხველებმა მიაწოდეს ფოტო, რომელიც გადაღებულია რესტორან "ფშავის ჩემპიონში" წუხელ ღამით. წყაროს ინფორმაციით, კადიროველებმა რესტონარშნი ცხვრის ხორცისგან დამზადებული ხინკალი ჭამეს. დღეს დილით კორტეჟი ბათუმში აჭარის მთავრობის სახლის გვერდით ნახეს. ერთ-ერთი ავტომობილი გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ასლამბეკ ახმეტხანოვის ინსტაგრამის ძველ პოსტში იგივე ნომრებით ავტომობილი ჩანს. გამოცემა „კავკასიური კვანძი“ წერდა, რომ ახმეტხანოვი კომპანია Yug-Oil-ის მფლობელია. 2020 წელს მას ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა უკანონო საბანკო საქმიანობისთვის. ახმეტხანოვის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი "კავკასიური კვანძის" წყაროებმა დაადასტურა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის არის ჩეჩნეთის ავტორიტეტი, მეტსახელად "დაწყევლა". 2020 წლის აპრილში ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი, რესპუბლიკის მუფთი და მაღალი თანამდებობის პირები მივიდნენ ასლამბეკ ახმეტხანოვთან და უსაყვედურეს მას ქალების გარემოცვაში ალკოჰოლის დალევის გამო. ახმეტხანოვმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ბოდიში მოიხადა. ახმეტხანოვთან საუბრისას კადიროვი ბიზნესმენს იარაღის შეძენის შესახებ ეუბნებოდა. კადიროვმა ასევე გაიხსენა, როგორ მოაწყო ჩხუბი ახმეტხანოვის ვაჟმა თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ჩემპიონატის დროს. მოგვიანებით, ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახმეტხანოვი კადიროვის მუქარის შემდეგ ახლობლებთან არ დაუკავშირდა, შემდეგ კი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. ესტუმრა თუ არა საქართველოს თავად ახმეტხანოვი, ჯერჯერობით უცნობია. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. კადიროველები საქართველოში რამდენიმე დღე იმყოფებოდნენ და საქართველო-თურქეთის საზღვრის გავლით უკვე დატოვეს ქვეყანა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)