|
2023-06-02 19:19:17, 5861 ნახვა
Lifestyle
იორდანიის ტახტის მემკვიდრე დაქორწინდა საუდელ არქიტექტორ რაჯვა ალ-საიფზე
იორდანიის ტახტის მემკვიდრის პრინც ჰუსეინ ბინ აბდულას და რაჯვა ხალედ ბინ მუსაედ ბინ საიფ ბინ აბდულაზიზ ალ საიფის ქორწილი შედგა - ისინი ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დაინიშნენ. 1700-ზე მეტი სტუმრისგან შემდგარი სიაში საკმაოდ ბევრი ცნობილი ადამიანი, პოლიტიკოსი და სამეფო ოჯახების წევრი იყო. მათ შორის: ბრიტანეთის გვირგვინი პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეითი, ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოს 1 და მისი ცოლი სოფია, ჰოლანდიის სამეფო წყვილი ვილემ-ალექსანდრე და მაქსიმა, ასევე აშშ-ს პირველი ლედი ჯილ ბაიდენი და წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი. ნენსი პელოსი. მომავალი სამეფო წყვილის სიხარული ხალხმაც გაიზიარა. ამანის ქუჩები გახარებული იორდანიელების ბრბომ გაავსო - ქვეყანაში ხუთშაბათი სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. სამეფო ქორწილი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტახტის მემკვიდრე პრინცი ჰუსეინი, 28 წლისაა, არის სანჰჰერსტის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული. მისი 29 წლის ცოლი რაჯვა, გამოჩენილი ბიზნესმენის ხალედ ალ-საიფის ქალიშვილი, დედის მხრიდან სისხლით არის დაკავშირებული საუდის სამეფო სახლთან.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)