08:03 - 13 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 10:06:57, 434 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ სოციალური მუშაობის გაძლიერებისა და სისტემური ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ სოციალური მუშაობის გაძლიერებისა და სისტემური ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში განვითარდა სოციალურ მუშაკთა პროფესიული ზედამხედველობის სისტემა, დაინერგა სუიციდისა და სექსუალური ძალადობის რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და რეაგირების მექანიზმი, გადამზადდა 500-მდე  სპეციალისტი.

„პროექტის ფარგლებში შეიქმნა დამწყებ სოციალურ მუშაკთა მომზადებისა და უწყვეტი განათლების სისტემა, ასევე, სოციალურ მუშაკთა შეფასების მექანიზმი. შემუშავდა კონცეფცია, რომელიც ბავშვების და ოჯახების მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის მიზნით სოციალური მუშაკის ჩართულობის მიმართულებებს მოიცავს.

 შემაჯამებელი ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გახსნა და განხორციელებული სამუშაოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით განხორციელდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე გრიგოლი - ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან
გახარია - ხელისუფლებამ ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა
ოპოზიციონერ პარლამენტარებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ
„გავათენოთ საქართველოსთვის“ - პარლამენტთან კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics