21:50 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 14:37:50, 744 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ივნისში ევროკომისიის 12 პუნქტი ზედმიწევნით იქნება შესრულებული

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ივნისში ევროკომისიის 12 პუნქტი ზედმიწევნით იქნება შესრულებული.

როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ოპოზიცია ამ პროცესს მხოლოდ ხელს უშლის.

„ყველაფერი ზედმიწევნით სრულდება. ივნისში აღნიშნული გზამკვლევი სრულად დაიხურება და 12-ვე პუნქტი შესრულდება. ოპოზიციას ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ყველა უნდა ვიყოთ მოწადინებულები, რომ მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაცია, მაგრამ კონკრეტული პარტიები ყველაფერს აკეთებენ ხელის შესაშლელად.  ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პროცესის დროსაც ყველაფერს აკეთებდნენ, როგორმე ხელი შეეშალათ. იგივე ხდება დღესაც. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ევროკავშირზეა დამოკიდებული. მათი გადასაწყვეტია მისცემს თუ არა საქართველოს სტატუსს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენეციის კომისია პარტიების აკრძალვაზე: შესაძლოა ძირეულად შეარყიოს კონსტიტუციური წესრიგი
ვენეციის კომისია "გრანტების კანონზე" - ეწინააღმდეგება დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს
ადვოკატი: გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics