|
2023-05-24 18:50:49, 794 ნახვა
პოლიტიკა
გაბუნია - არსებითად მნიშვნელოვანია, ინვესტიციების განხორციელება ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში
საყოველთაო ჯანდაცვა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციების განხორციელებას ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში, ასევე - მდგრადი პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნას, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო 76-ე ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. ღონისძიებაზე, სიტყვით გამოვიდნენ „უნივერსალური ჯანდაცვა 2023-ის“ გარშემო გაერთიანებული ქვეყნების წარმომადგენლები და პლატფორმის მთავარ მიზანზე - ჯანდაცვის სისტემის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათი განცხადებით, ჯანმრთელობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფოებმა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო დონეზე პარტნიორობითა და კოლაბორაციით, ქვეყნებს, უფრო ეფექტურად მოქმედების საშუალება ექნებათ. საქართველო, ასამბლეის ფარგლებში გამართული ამ შეხვედრის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა იყო. თამარ გაბუნიამ, სიტყვით გამოსვლისას, საყოველთაო პროგრამის წარმატებაზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წელს დაამტკიცა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დოკუმენტის საბოლოო მიზანია, ჯანდაცვის მაქსიმალურად ეფექტური სისტემის შექმნა. ასევე - ქვეყანაში, შესაბამისი სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა. როგორც თამარ გაბუნიამ, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ადამიანის ფუნდამენტური - ჯანმრთელობის უფლების უზრუნველყოფის გარეშე, ქვეყნისთვის, მდგრადი განვითარების სხვა მიზნების მიღწევა შეუძლებელია, შესაბამისად, საქართველო, ამ მიმართულებით, რეფორმებს აქტიურად ახორციელებს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)