|
2023-05-19 18:18:50, 866 ნახვა
პოლიტიკა
ანწუხელიძის ცოლი - დამოკიდებულება ვერანაირად ვერ იქნება დადებითი, რუსეთი მტერია
დამოკიდებულება ვერანაირად ვერ იქნება დადებითი, რუსეთი მტერია, - ამის შესახებ ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლმა მაკა ჩიკვილაძემ "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი ქართველ ჯარისკაცებსა და მოსახლეობას სასტიკად მოექცა, ქვეყანას წაართვა არაერთი სოფელი და ამჟამადაც ახდენს ქვეყნის ოკუპირებას, აქედან გამომდინარე მათთან კარგი დამოკიდებულება შეუძლებელია. "დამოკიდებულება ვერანაირად ვერ იქნება დადებითი, რადგან ყველამ კარგად იცის, გიორგის რაც გაუკეთეს და არა მარტო გიორგის. სასტიკად მოექცნენ ჩვენს ჯარისკაცებს და მოსახლეობას. წაგვართვეს ამდენი სოფელი, ტერიტორიები დასაბრუნებელია და ვერანაირად ვერ იქნება ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ დადებითი. ჩემთვის რუსეთი მტერია და იქნება ყოველთვის. ჩემთვის არის მძიმე და მათთვის, ვინც დაკარგეს საყვარელი ადამიანები: მეუღლეები, შვილები და მამები. მათთვის მძიმეა და ყოველთვის ასე იქნება. რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს კარგი დამოკიდებულება. მე არასდროს მაქვს კარგი დამოკიდებულება და ვერც მექნება, ასე არის ბევრი ადამიანი, არა მარტო ისინი, ვინც დაკარგეს საყვარელი ადამიანები", - განაცხადა მაკა ჩიკივილაძემ. შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. რუსეთის ფედერაციის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შემდეგ, ეს მოსკოვიდან პირველი რეისია. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-იც იწყებს. ავიაკომპანიის მიერ ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება. გარდა ამისა, დღეს, 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-ი დაიწყებს. მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებში 160 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)