|
2023-05-19 17:07:36, 843 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო - ფრენების აღდგენა საქართველოს მიერ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზის საწინააღმდეგოა
გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს ინტერესებისა და მის მიერ არჩეული ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზის საწინააღმდეგოა,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრელებს. როგორც უწყებბის განცხადებაშია აღნიშნული, ლიეტუვა მოუწოდებს მთავრობას, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაბამისობაში მოვიდეს. "იმედგაცრუებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს ინტერესებისა და მის მიერ არჩეული ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზის საწინააღმდეგოა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს, მოვიდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გატარებულ სანქციებთან შესაბამისობაში, მათ შორის საავიაციო სექტორში",- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. რუსეთის ფედერაციის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შემდეგ, ეს მოსკოვიდან პირველი რეისია. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-იც იწყებს. ავიაკომპანიის მიერ ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება. გარდა ამისა, დღეს, 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-ი დაიწყებს. მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებში 160 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)