|
2023-05-16 23:33:01, 806 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ანსამბლი „მართვე“ მიდიოდა აშშ-ში, 50 ბავშვს სათითაოდ შეატანინეს ვიზაზე მოთხოვნა და საბოლოოდ ანსამბლი დატოვეს ქვეყანაში - ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს აშშ-ის ელჩმა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ამერიკის ვიზებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ანსამბლი „მართვე“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, დატოვეს საქართველოში. მისი თქმით, მსგავს საკითხებს უნდა აქცევდეს ყურადღებას ამერიკის ელჩი და სჯობს თვითონ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდება სავიზო რეჟიმის გამარტივებას. „ანსამბლი „მართვე“ მიდიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველაფერი შეთანხმებული იყო თავიდან ბოლომდე. მათ შორის, ბილბორდები იყო ადგილზე გამოკრული, რომელ ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ გადანაწილებული. ბავშვებზეა საუბარი, 12, 11 და 14 წლის ბავშვი ამერიკაში ხომ არ დარჩება მარტო. ყველაფერი დაორგანიზებული იყო ამერიკული მოწვევით. სტანდარტულად შეავსეს ერთბაშად განაცხადები და როცა ჯგუფია მარტივად ხდება ეს ყველაფერი 2 კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში უნდა ჩაურტყან ვიზები. ივლისში უნდა ყოფილიყო ეს გასტროლები და საბოლოო ჯამში უთხრეს, რომ ერთბაშად არ მოხდებოდა ვიზების გაცემა სათითაოდ უნდა შეეტანათ, აბსურდია და ვადები უთხრეს ნოემბრის ჩათვლით, როცა ივლისში იყო გასტროლები. 50 ბავშვი, მთელი „მართვე“ დატოვეს საქართველოში. არ ვიცი ახლა, ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს ამერიკის ელჩმა და არა იმას, რომ სხვა ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. მე მგონი ჯობია, რომ თვითონ გადადგან ასეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდება იგივე სავიზო რეჟიმის გამარტივებას, პირდაპირ ფრენებს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერას, თუმცა, გავიდა 30 წელი და ამაზე სამწუხაროდ საუბარიც არ არის.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)