10:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 20:22:26, 810 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც განუხრელად დგას ადამიანის ღირსების და მისგან მომდინარე ყველა უფლების სადარაჯოზე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით ბრიფინგი გამართა.

მინისტრის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესების მოტივით, თავისუფლების მოპოვების კამპანიის ფარგლებში, სამართლებრივი დავა საქართველოში როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში სააკაშვილის დაცვის მხარისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. შემდეგ დაცვის მხარემ  მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, მოითხოვა დროებით ღონისძიებად სააკაშვილის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანა, რაზეც, ასევე, ეთქვა უარი.

„საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც განუხრელად დგას ადამიანის ღირსების და მისგან მომდინარე ყველა უფლების სადარაჯოზე. თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ ეგუება საქართველოს წარმატებას და მოქმედებს მიზანმიმართულად, რომ ჩრდილი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მსჯავრდებულ სააკაშვილის შემოსახლების პირველივე დღიდან დაიწყო, ხაზგასმით ვიტყვი, გაურკვეველი წყაროებიდან დაფინანსებული მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ საქართველო წარმოჩენილიყო ისეთ სახელმწიფოდ, სადაც თითქოსდა ვინმეს აწამებენ. ამ მიზნის მისაღწევად ადამიანთა ეს ჯგუფი იმაზეც კი წავიდა, რომ მსჯავრდებული გაექეზებინა, რომ ჰქონოდა შიმშილობის ოთხი ეპიზოდი, არ დამორჩილებოდა ექიმთა რეკომენდაციებს, არ ემკურნალა და, შესაბამისად, გაეუარესებინა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც, სხვა არაფერია, თუ არა თვითდაზიანება", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics