|
2023-05-08 13:39:03, 917 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლცენტრთან, რომელიც თავიდან ბოლომდე სუს-მა დაგეგმა
ბოლო დღეების მანძილზე რუსული რეჟიმის პროპაგანდისტული არხების მიერ ხდება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრებისა და ზოგადად, ოპოზიციური ჯგუფის მიზანმიმართული და აღვირახსნილი სახელისა და რეპუტაციის შელახვა,- ამის შესახებ ‘სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანია „ლაიონ 7 გრუპს“, რომელიც ქირაობს ფართს იმ შენობაში, სადაც მისი ძმა ფლობს 10-ნომრიან სასტუმროს და სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. მისივე განმარტებით, დამქირავებლებმა შენობის მეპატრონეს, ლომგულ ჭკუასელს განუცხადეს, რომ იქ სასწავლო ცენტრის გახსნა სურდათ. “13 აპრილს, როცა მთელი საქართველო საუბრობს ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ფიქსირდება, რომ სავარაუდოდ, სუს-ის დავალებით, ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას „ლაიონ 7 გრუპს“, რომელიც ქირაობს ფართს იმ შენობაში, სადაც ჩემი ძმა ფლობს 10-ნომრიან სასტუმროს და რაც მთვარია, ამ შენობის მეპატრონეს, ბატონ ლომგულ ჭკუასელს ეუბნება, რომ იქ უნდათ სასწავლო ცენტრის გახსნა“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს აქვს ეჭვი, რომ სპეცოპერაცია სუს-სმა და სპეცსამსახურებმა დაგეგმეს. „რეალურად, საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლცენტრთან, რომელიც დაგეგმა სუს-მა და რაც მთავარია, ეს ვინმე არახამია გაქრა, ვერავინ პოულობს ამ ადამიანს. სავარაუდოდ, როგორც ამბობენ, საერთოდ ქვეყნიდან გაიყვანეს. აქედან გამომდინარე, მე მინდა მივმართო სუს-ს, შსს-სა და პროკურატურას - ამ საქმესთან დაკავშირებით ვინმე არის დაკითხული ან დაკავებული? ვინ ჩაიდინა დანაშაული, რამე მტკიცებულება გაგაჩნიათ? სად არის მიხეილ არახამია, რატო აფარებთ მას ხელს? ჩემთან კავშირის რამე მტკიცებულება გაგაჩნიათ? რა თქმა უნდა, ნულოვანი... მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, მოვითხოვ, პასუხისგებაში მისცეთ არახამია ან სხვა ყველა პიროვნება, რომელიც დანაშაულთან არის კავშირში. თუ ამას თქვენ არ გააკეთებთ, ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება, რომ ამ საქმის უკან დგახართ თქვენ, ეს პროვოკაცია დაგეგმეთ თქვენ და თქვენვე მფარველობთ საქართველოში არსებულ თაღლითურ ქოლცენტრებს",- აცხადებს ვაშაძე. შეგახსენებთ, გასულ კვირას თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N75-ში, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის შემდეგაც დაილუქა რამდენიმე ოფისი, საიდანაც სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. აღნიშნულის შემდეგ გაირკვა, რომ შენობაში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ფართს ფლობს გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე, რომელმაც მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, რომ მისამართზე ე.წ. ქოლცენტრის არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)