|
2023-05-06 13:29:15, 1133 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ივანიშვილმა, ლილუაშვილმა და მათმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ საქართველო გადაქციეს ტრანს-ნაციონალური დანაშაულის მექად
ივანიშვილმა, ლილუაშვილმა, მამაცაშვილმა, ფარცხალაძემ და მათმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ საქართველო გადაქციეს ტრანს-ნაციონალური დანაშაულის მექად,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. „ტყუილს აქვს მოკლე ფეხები, ჩვენ ვიცით რომ მაგალითად, ორი თვის უკან კობახიძე და მდინარაძე, "რუსული ოცნების" მთავარი სპიკერები ამბობდნენ, რომ არანაირი "ქოლცენტრი" საქართველოში არ არისო და ამასობაში აღმოჩნდა, რომ ორი კვირის წინ "ანტიკორუფციული მოძრაობა" მივიდა და ნამდვილად ყოფილა, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს და ახლა ამბობენ, რომ "ქოლცენტრი" დაკეტეს, ოღონდ უნდათ, რომ კონკრეტული სახელი და გვარები ოპოზიციას დაუკავშირონ. საზოგადოებას, ასეთი მარტივი ტყუილებით, ვეღარ მოატყუებენ. ყველამ კარგად იცის,რომ თუ ვინმეს აქვს ქოლცენტრი და თუ ვინმე მფარველობს, ეს არის სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ფარცხალაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე ჭიკაიძე, მთელ ამ დაჯგუფებას დედაქალაქში აქვთ ქოლცენტრები. დედაქალაქი აქციეს ტრანს-ნაციონალური დანაშაულის მექად. თუ ეს ასე არ არის, ოპოზიცია თავად ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას და გაურბიან, არ უნდათ, როგორ შეიძლება ჩვენ ვითხოვოთ გამოვიძიოთ, დავდოთ მტკიცებულებები, ისინი ამბობენ, არა არ გამოვიძიოთ. შესაბამისად, ეშინიათ გამოძიების. ცხადია, ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ მხოლოდ მას აქვს ინტერესი, ამ ტრანს-ნაციონალურ დანაშაულში. წარმოუდგენელი რამეა, თქვენ კარგად უნდა იცოდეთ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ჰყავდათ გერმანიაში დაბარებული და აუწიეს ყური. აბა კითხეთ გრიგოლ ლილუაშვილს, გერმანიაში ყური აგიწიეს თუ არა? იმიტომ, რომ ტრანს-ნაციონალური დანაშაულის მექადაა დედაქალაქი გადაქცეული, ამიტომ სრული პასუხისმგებლობა ასეთ უმძიმეს დანაშაულზე ცხადია ეკისრება ხელისუფლებას. გამორიცხულია სუს-ის, ივანიშვილის, მამაცაშვილის, ამ კრიმინალური დაჯგუფების გარეშე, რაიმე ასეთი ოფისი ჰქონდეთ. თქვენ გადაწყვიტეთ და თუ მოაწყობთ ამ ოფისს, მერე დამიკავშირდით“ - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 მაისს თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N75-ში, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ დროისთვის დალუქულია ოფისი, საიდანაც სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)