2023-05-04 12:56:43, 789 ნახვა
პოლიტიკა
ორბანი - ღარიბაშვილისგან შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ იცხოვრო რუსეთის ჩრდილში და შეინარჩუნო საკუთარი ქვეყნის ღირებულებები [ვიდეო]
ღარიბაშვილისგან შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ იცხოვრო რუსეთის ჩრდილში და შეინარჩუნო საკუთარი ქვეყნის ღირებულებები,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.
ორბანის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია.
"მე ვხედავ რამდენიმე კოლეგას დარბაზში, მე ვხედავ იმ ადამიანებს რომლებსაც განსაკუთრებით ვაფასებ. აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. მისი ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია ამ მხრივ. გისურვებთ წარმატებებს", - განაცხადა ორბანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,