|
2023-04-30 21:22:38, 894 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია, სახელწოდებით „მოვდივარ“ დასრულდა
თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია, სახელწოდებით "მოვდივარ" დასრულებულია. აქციის დასრულებამდე ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა მიმართა და მათ მოთხოვნები გააცნო. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ხელისუფლების მიმართ მოთხოვნებს შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" "დიქტატორული რეჟიმისთვის" პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების მიცემა და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულება, ასევე ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვა და ფუნდამენტური განათლების სისტემის დანერგვაა. "ხელისუფლებისგან ვითხოვთ, კანონი ყველას მიმართ თანაბრად აღასრულოს მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური თუ სხვა ორიენტაციისა. ჩვენ კანონის წინაშე არავის პრივილეგიებს არ ვცნობთ. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია, სხვა ქვეყნის ომში ჩართვა, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ დაანონსებული არეულობა, ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა, ერთმაენთთან დაპირსიპირება რომ არ მოხდეს - ეს რომ თავიდან ავიცილოთ. ჩვენ გვაქვს არჩევნები, თუ რამე არ მოგვწონს, უნდა შევცვალოთ არჩევნების გზით. მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულდეს; ხელისუფლებამ სუვერენული, ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე უნდა იზრუნოს, რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებსა და სიღარიბეს აღმოფხვრის; ასევე მოვითხოვთ, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემას; კატეგორიულად მოვითხოვთ შიდა საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას. მხარეთა შორის ურთიერთობები პატივისცემას და პარტნიორობას უნდა ეფუძნებოდეს; დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება; შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში; დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს; დაიწეროს, დაიხვეწოს ნარკოტიკებთან დაკავშირებით მთელი რიგი საკითხები; ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს და მოწესრიგდეს სამართლებრივი ბაზა - ამისთვის ამოვედით თქვენთან",- განაცხადა პაპუაშვილმა. აქციის ორგანიზატორების მიერ მოთხოვნების გაჟღერებამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით ია მეტრეველმა, დაჩი ცაგურიამ, ვატო შაქარიშვილმა, ირაკლი გოგავამ და სხვებმა მიმართეს. სცენაზე სიტყვით გამოვიდა ასევე მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი). "დიდი მადლობა, უფალო, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ამ მშვიდობას კბილებით იცავს. ჩვენ ვიცით, რა დიდი ზეწოლა ხორციელდება ადამიანებზე და მაინც მშვიდობაა. ამ მშვიდობით უნდა გავიაროთ ზუსტად იმ ოქროს შუალედზე, სანამ არ მივალთ იმ ჭეშმარიტ თავისუფლებამდე, რომელიც ასე დავიმსახურეთ. მე მინდა გითხრათ, რომ შეხედეთ ამ ხალხს და თავში აზრადაც აღარ გაივლოთ ამ ხალხის სახელით ლაპარაკი",- თქვა გია გაჩეჩილაძემ. აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლების დაწყებამდე, მოქალაქეებმა სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე "ნაპოლის" თამაშს უყურეს.
ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის ოპერაციები გაფრთხილების გარეშე შეზღუდა
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
მოსკოვმა ღამით დრონებით თითქმის 500 თავდასხმა დააფიქსირა, ოთხმა აეროპორტმა კი ფუნქციონირება შეაჩერა
უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ოლქში, თავდასხმა განახორციელეს, სადაც Sberbank-ის მონაცემთა ცენტრი მდებარეობს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)