|
2023-04-30 19:05:05, 992 ნახვა
პოლიტიკა
„მოვდივარ“ - რესპუბლიკის მოედანზე აქცია მიმდინარეობს
თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია, სახელწოდებით "მოვდივარ" მიმდინარეობს. აქცია, რომლის მთავარი სლოგანიც არის "საქართველო უპირველეს ყოვლისა", მსახიობ ზაზა პაპუაშვილისა და მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ორგანიზებით იმართება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულია სპეციალურად მოწყობილი სცენა, საიდანაც სიტყვით გამომსვლელები შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავენ. "ყველა ლაპარაკობს ჩვენი სახელით და ჩვენი სახელით ანგრევენ ამ ქვეყანას - სხვა ქვეყნის დიპლომატები იქნებიან თუ პოლიტიკოსები სხვა ქვეყნის სახელით ლაპარაკობენ. სად არის, ძმაო, ეს ხალხი? ჩვენ ვართ და ჩვენს საწუხარზე ჩვენვე უნდა ვილაპარაკოთ. რანაირად უნდა დამიგეგმო ამდენი უბედურება ჩემი ნების საწინააღმდეგოდ? ეს ცოტა მოტივაციაა, რის გამოც ჩვემ შეგვიძლია გამოვიდეთ და დავილაპარაკოთ? ამიტომ, ამ შეხვედრაზე ჩვენ ბევრ ფუნდამენტალურ საკითხს ვერ გადავწყვეტთ, მაგრამ გაკეთდება ისეთი აქცენტები, რამაც უნდა განაპირობოს ჩვენი ხვალინდელი დღე. ცვლილება უნდა გამოვიწვიოთ ქვეყანაში. ჯერ ერთმანეთს მოვეხმაროთ გათავისუფლებაში. რამ დაძაბა ეს ხალხი, როგორ დააშინეს - ერთს ამბობენ, მეორეს ფიქრობენ, მესამეს სჩადიან. რაღაც მცირე ჯგუფი ჭიანჭველებივით შემოესია ამ ქვეყანას და ისმის სულ ტყუილი, დამცირება... მოვდივართ იმიტომ, რომ ჩვენს ბედს ჩვენ თვითონ უნდა ვწყვეტდეთ; მოვდივართ იმიტომ, რომ დასრულდეს ეს დამღუპველი აგრესია და გაუცხოება; ავიცილოთ მზაკვრული ჩანაფიქრი მომართული ჩვენი ქვეყნის მიმართ; შევინარჩუნოთ წონასწორობა, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების ხელყოფა; მოვდივართ იმიტომ, რომ საზოგადოების ხმა იქცეს კამერტონად; ვილაპარაკოთ სიმართლე, დავძლიოთ ნიჰილიზმი და უიმედობა; არ გავატაროთ ამდენი უსამართლო შეურაცხყოფა და საკადრისი პასუხი გავცეთ ყველას; მზად ვართ ნებისმიერ ქვეყანასთან, ერებთან, ხალხთან მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის ოღონდ არა საკუთარი თავისა და იდენტობის გაქრობის ხარჯზე. ჩვენ ვაერთიანებთ და არ ვყოფთ საზოგადოებას; მოვდივართ იმიტომ, რომ ყველამ გაიგოს და ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ვერ ვიხედნებით და ვერავის უნაგირს ვერ ვგუობთ... ჩვენი საზოგადოება ითხოვს მშვიდობას და არა ომს; მოვდივართ იმიტომ, რომ ვუთხრათ არა ყველანირ ფაშისტურ, ბოლშევიკურ და სადისტურ მისწრაფებებსა და გამოვლინებებს, ქვეყნის არევასა და დაპირისპირებას, ჩვენი ქვეყნის საქმეებში ჩარევას, დაუსაბუთებელ რეზოლუციებსა და სანქციებს... ამიტომ ვამბობდით მოვდივართ და ამიტომაც მოვედით", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა. აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლების დაწყებამდე, მოქალაქეებმა სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე "ნაპოლის" თამაშს უყურეს.
ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის ოპერაციები გაფრთხილების გარეშე შეზღუდა
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
მოსკოვმა ღამით დრონებით თითქმის 500 თავდასხმა დააფიქსირა, ოთხმა აეროპორტმა კი ფუნქციონირება შეაჩერა
უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ოლქში, თავდასხმა განახორციელეს, სადაც Sberbank-ის მონაცემთა ცენტრი მდებარეობს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)