|
2023-04-30 14:14:05, 838 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - გამომძიებელმა, ფაქტობრივად, მისცა ჩვენება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია - აუცილებელია, ხელახლა დაიწყოს გამოძიება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავიდან უნდა დაიწყოს და მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი დადგინდეს. როგორც ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, გუშინ, საქმის გამომძიებელმა ფაქტობრივად, მისცა ჩვენება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს. "რუსული ოცნება" მიეჩვია ახალგაზრდების დევნას, მათ მკვლელობას, შემდეგ ხელების დაბანას და იმის თქმას, ჩვენ არაფერ შუაში ვართო. არადა, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკანასკნელი წლებია "რუსული ოცნება" ახალგაზრდებს კლავს. გუშინდელმა დღემ ეს კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, როცა ამ საქმის გამომძიებელმა, ფაქტობრივად, მისცა ჩვენება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არის მოკლული, რომ ამ საქმეზე იყო მაღალი თანამდებობის პირების ინტერესი და ამის გამო გამოძიება სრულყოფილად არ ჩატარებულა. მან ისაუბრა კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რომ გამოძიების პირობებში იყო ზეწოლა, მითითებები, რა კითხვები უნდა დაესვათ კონკრეტული ადამიანებისთვის და საგამოძიებო მოქმედებები როგორ უნდა ეწარმოებინათ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ "რუსული ოცნება" კლავს ისე, რომ მერე ამ საქმეებს არათუ თაროზე შემოდებს ან ამბობს, რომ რამე ვერ გამოიძიეს, არამედ შემოგვასაღებენ, თითქოს საქმე გახსნილია, ყველაფერი კარგად არის და დამნაშავე არავინ ყოფილა",- განაცხადა ხაბეიშვილმა. მისი თქმით, საქმის გამომძიებელმა განაცხადა ისიც, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ე.წ. ქოლცენტრებს უკავშირდება. "თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე აუცილებელია ხელახლა დაიწყოს გამოძიება იმიტომ, რომ გუშინ ფაქტობრივად, ახალ გარემოებებზე მიუთითა ამ საქმის გამომძიებელმა. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს სჭირდება მხარდაჭერა და ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მკვლელები დაისაჯონ. სამწუხაროდ, მკვლელები არიან მაღალ თანამდებობებზე მოკალათებული როგორც სუს-ში, ასევე პროკურატურასა და შსს-ში", - განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარემოებაა. შუბითიძეს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ საქმე, შესაძლოა, გაყალბებული იყოს.
ალასკის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)